Quantcast
Channel: ელექტრონული წიგნები - 4Love.Ge - სასიყვარულო საიტი, ისტორია, წიგნი, ჩანახატი, ტესტი
Viewing all 70 articles
Browse latest View live

სტენდალი - წითელი და შავი

$
0
0
სტენდალის ,,წითელი და შავი’’ მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი შედევრია, რომელმაც დიდი ხანია გადალახა დროის საზღვრები. რომანი განსაკუთრებით აქტუალურია დღევანდელი საქართველოსთვის, სადაც საფრანგეთისგან განსხვავებით, კაპიტალიზმმა სრული სვლით XXI საუკუნეში შემოაბიჯა.

ორჰან ფამუქი - უმანკოების მუზეუმი

$
0
0
„უმანკოების მუზეუმი“ ორჰან ფამუქის ბოლო რომანია, რომელიც 2008 წელს გამოვიდა. 30 წლის ქემალისა და 18 წლის ფუსუნის სიყვარულის ისტორია ძირითადად 1970-80-იან წლებში ვითარდება. როგორც მწერლის თითქმის ყველა წიგნში, აქაც ერთ-ერთი გმირი სტამბოლია - ევროპული ყაიდის პროსპექტებით და აზიური ქალაქის ჩიხებით, დიდებული მეჩეთებითა და ღარიბთა უბადრუკი უბნებით.

თეოდორ დრაიზერი - ჯენი გერჰარდტი

$
0
0
ჯენი გერჰარდტი - გოგონა ღარიბი ოჯახიდან, თანახმაა გახდეს მდიდარი და გავლენიანი სენატორის საყვარელი, რადგან იმედოვნებს, ამ გზით შეძლებს დაეხმაროს თავის ოჯახს. სენატორი მას ცოლად შერთვას ჰპირდება, მაგრამ მოულოდნელად კვდება და თავისი საქციელის გამო ყველას მიერ გაკიცხული, ფეხმძიმე ჯენი სრულიად მარტოდ რჩება...

სტენდალი - იტალიური ქრონიკები

$
0
0
მოთხრობების ციკლი საერთო სათაურით - „იტალიური ქრონიკები“ სტენდალმა რომში ყოფნის დროს ნაპოვნი ძველი, XVI-XVII საუკუნეების ხელნაწერების მიხედვით დაწერა. მოთხრობებში არც ისტორიული კოლორიტი ირღვევა და არც თანამედროვეობის სულისკვეთება იკარგება.

ჯეკ ლონდონი - მარტინ იდენი

$
0
0
მდაბიოთა წრიდან გამოსულ, ბუნებით ხელოვან მარტინ იდენს მდიდარი, ბურჟუაზიული ოჯახის შვილი - რუთი უყვარს. უზარმაზარი ნებისყოფა, საკუთარი ძალებისადმი რწმენა და საყვარელ ადამიანზე ფიქრი შეაძლებინებს, გახდეს სახელგანთქმული მწერალი, მოიპოვოს სიმდიდრე და მაღალი საზოგადოების პატივისცემა...

გოდერძი ჩოხელი - ადამიანთა სევდა

$
0
0
"ერთ მივარდნილ ხეობაზე ვწერ - გუდამაყრის ხეობაზე. დიდი ხანია გუდამაყრელებზე დაწერა მინდოდა, მაგრამ ვერა და ვერ მოვახერხე.თუმცა ჯერ ოცდახუთი წლისა ვარ და სულ სამი წელია მას აქეთ, რაც მწერლობა დავიწყე." გოდერძი ჩოხელი.

დათო ჩიხლაძე - რა სურთ ახალგაზრდებს?

$
0
0
ლიტერატურას შეუძლია სამყაროს შეცვლა! წიგნებს შეუძლია გაამრავალფეროვნოს ცხოვრება! დათო ჩიხლაძის ლიტერატურული ბლოგი - ეს არის მსოფლიო ლიტერატურის სიახლეები, ავტორის ხშირად მეამბოხე და არაორდინალური პოზიცია, გონზო

თეკლა იორდანიშვილი - 13 თვე

$
0
0
მოთხრობის მთავარი გმირი ლევან ცივაძე, ყველანაირად ცდილობს პირადი ცხოვრება დაალაგოს და საყვარელი ქალი გვერდით ჰყავდეს, მაგრამ რამდენად გაუმართლებს მას ცნობილ მსახიობ ნინა გელოვანთან, ამას სიუჟეტიდან გაიგებთ.

კახა სულუაშვილი - თბილისს ვტოვებ ალიონზე

$
0
0
რომანი "თბილისს ვტოვებ ალიონზე" თანამედროვე ქართული რომანის მოყვარულთა რამდენიმე თაობამ,ლამის ზეპირად იცის... ეს რომანი 1992 წლის სამ თვეში 35 ათასიანი ტირაჟით გაიყიდა...

კახა სულუაშვილი - როცა ერთაწმინდაში თოვს, თბილისს ვტოვებ ალიონზე 2

$
0
0
ძნელად მოიძებნება თანამედროვე ქართული რომანის მოყვარული, რომელსაც კახა სულუაშვილის „თბილისს ვტოვებ ალიონზე“ არ ჰქონდეს წაკითხული... „როცა ერთაწმინდაში თოვს“, სწორედ ზემოხსენებული,

გურამ დოჩანაშვილი - ჩვენს ეზოში წვიმა მოდის

$
0
0
ძალიან ცხელოდა. გავარვარებულ ასფალტს ბუღი ასდიოდა. ისეთი სიცხე-პაპანაქება იდგა, გარეთ არ გამოისვლებოდა. ყველას ეგონა, ნაშუადღევს აგრილდებაო, მაგრამ შეცდნენ – მზე ისევ იკბინებოდა.

ანა ფრანკი - დღიური

$
0
0
სამალავში ოთხკედელშუა გამოკეტილი 13 წლის გოგონა ორი წლის მანძილზე აქსოვდა დღიურში საკუთარ განცდებს, ფიქრებს, იმედებს, წუხილს, შიშს. ჩვეულებრივი ბავშვური უშუალობით დაწყებული დღიური გოგონას უახლოესი მეგობარი და მესაიდუმლე გახდა. თუ სიკვდილს ვერ გაექცეოდა,

ჟიულ ვერნი - დედამიწიდან მთვარემდე

$
0
0
„დედამიწიდან მთვარემდე“ ცნობილი ფრანგი მწერლის, ჟიულ ვერნის სამეცნიერო-ფანტასტიკური რომანია. მართალია, დღევანდელი გადმოსახედიდან საკმაოდ პრიმიტიულად მოჩანს ავტორის წარმოდგენები კოსმოსის ათვისების სფეროში, მაგრამ თუ მხედველობაში მივიღებთ ნაწარმოების დაწერის თარიღს (1865), ავტორის ბევრი წინასწარმეტყველური მიხვედრა განსაცვიფრებლადაც კი მოგვეჩვენება.

კახა სულუაშვილი - ლახტის პრინციპი

$
0
0
რომანი „ლახტის პრინციპი“, ისევე, როგორც ავტორის სხვა რომანები („თბილისს ვტოვებ ალიონზე“, „როცა ერთაწმინდაში თოვს“, „სეკუნდანტი“) მძაფრსიუჟეტიანი ქალაქური რომანია, თბილისელ ახალგაზრდებზე. „ლახტის პრინციპი“, კახა სულუაშვილის რომანებს შორის, ყველაზე მეტადაა იუმორით გაჯერებული...

სტეფანი მეიერი - ბინდი

$
0
0
სტეფანი მეიერის ,,ბინდი" ფენტეზის ჟანრის თანამედროვე ბესტსელერია, რომელმაც გამოცემისთანავე დაიპყრო თანამედროვე ახალგაზრდების გულები. ოთხი სრული და ერთი დაუმთავრებელი ნაწილისგან შემდგარი საგა XIX საუკუნიდან გადმოსული მომხიბლავი ვამპირისა და XXI საუკუნის თინეიჯერი გოგონას ამაღელვებელ სიყვარულზე მოგვითხრობს.

სტეფანი მეიერი - ახალი მთვარე

$
0
0
,,ახალი მთვარე" სტეფანი მეიერის ,,ბინდის" საგის მეორე წიგნია. საგის ამ ნაწილში სიუჟეტი კიდევ უფრო დრამატულად ვითარდება–კალენების ოჯახი ფორკსიდან მიემგზავრება, ბელა კი ვამპირებსა და მაქციებს შორის უჩვეულო არჩევანის წინაშე დგება. ამ არჩევანზე და მოკიდებული ბელას, ედვარდისა და მათი ახლობლების სიცოცხლეც.

სტეფანი მეიერი - დაბნელება

$
0
0
,,დაბნელება" სტეფანი მეიერის ,,ბინდის" საგის მესამე წიგნია. საგის ამ ნაწილში ბელა ისევ საფრთხეშია–შურისგებით აღსავსე ვიქტორია ახალშექმნილ, უკონტროლო ვამპირთა არმიით ცდილობს მის განადგურებას. ეს საკმარისი მიზეზია საიმისოდ, რომ საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთის მოძულე მაქციები და კელენების ოჯახი საერთო მტრის წინააღმდეგ გაერთიანდნენ.

ვიქტორ ჰიუგო - ოთხმოცდაცამეტი წელი

$
0
0
დიდი ფრანგი მწერლის ვიქტორ ჰიუგოს ბოლო რომანი „ოთხმოცდაცამეტი წელი“ ასახავს რესპუბლიკური წყობის დამცველთა და სამეფო ტახტის რესტავრაციის მომხრეთა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას. ჰიუგომ გულდასმით შეისწავლა საფრანგეთის სამოქალაქო ომისდროინდელი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ყოფა და მთელი სისავსით აღწერა ამ წლების ტრაგიზმი,

ჯეინ ოსტინი - სიამაყე და ცრურწმენა

$
0
0
„სიამაყე და ცრურწმენა“ ჯეინ ოსტინმა 21 წლის ასაკში დაწერა, მაგრამ გამომცემლებმა უყურადღებოდ დატოვეს ხელნაწერი. მხოლოდ 15 წლის შემდეგ, როდესაც მისი მეორე რომანი – „გრძნობა და გონება“ გამოქვეყნდა, აღიქვეს ოსტინი სერიოზულ მწერლად. რომანმა პოპულარობა მაშინვე მოიპოვა და გადამეტებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ დღემდე ასეა.

ელიფ შაფაქი - სიყვარულის ორმოცი წესი

$
0
0
თურქი მწერალი ელიფ შაფაქი დაიბადა 1971 წლის 25 ოქტომბერს, ქალაქ სტრასბურგში, დიპლომატების ოჯახში. დაამთავრა ანკარის ტექნიკური უნივერსიტეტი. ცხოვრობს ამერიკასა და თურქეთში. მშობლიური თურქულის გარდა, წერს ინგლისურად. თანამშრომლობს ამერიკულ და ევროპულ პრესასთან. მისმა რომანებმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა მთელს მსოფლიოში.
Viewing all 70 articles
Browse latest View live