„უმანკოების მუზეუმი“ ორჰან ფამუქის ბოლო რომანია, რომელიც 2008 წელს გამოვიდა. 30 წლის ქემალისა და 18 წლის ფუსუნის სიყვარულის ისტორია ძირითადად 1970-80-იან წლებში ვითარდება. როგორც მწერლის თითქმის ყველა წიგნში, აქაც ერთ-ერთი გმირი სტამბოლია - ევროპული ყაიდის პროსპექტებით და აზიური ქალაქის ჩიხებით, დიდებული მეჩეთებითა და ღარიბთა უბადრუკი უბნებით.
↧